ამერიკის ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ, ხუთაშაბათს ფლეიოფის კიდევ სამი თამაში გადადო. სპორტსმენები აცხადებენ, რომ რასობრივ უთანასწორობას და შავკანიანების მიმართ, პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას აპროტესტებენ.
“NBA”- მ სამი თამაში ოთხაშაბთსაც გააუქმა. თამაშები გაუქმდა ბეისბოლისა და ფეხბურთის უმაღლეს ლიგებში, ასევე, მატჩები გააუქმა ქალთა ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ.
ჰოკეის ეროვნული ასოციაცია, უარს ამბობს დღეს დაგეგმილ ფლეიოფის თამაშზე.
ასევე ნახეთ: ვითარება უისკონსინში - მოზარდი ორი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავესსპროტსმენები ბოიკოტით ცვლილებებს ითხოვენ. „ჩვენ ვითხოვთ ცვლილებებს“ - დაწეერა, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე, ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა.
სპორტსმენებისა და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ქმედებებს, პრეზიდენტი ტრამი აკრიტიკებს. „ისინი, რაღაც პოლიტიკური ორგანიზაციის მსგავსი გახდნენ. არ ვფიქრობ, რომ ეს სპორტისა და ქვეყნისთვის კარგი რამაა“ - განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ასევე ნახეთ: ტრამპმა მიმართვაში ბაიდენს ამერიკის სიდიადის "დამანგრეველი" უწოდასაპირისპირო გააკეთეს დემოკრატიული პარტიიის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებმა.
„ეს მომენტი, მორალურ ლიდერობას ითხოვს და ამას აკეთებენ სპორტსმენები, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ და თავიანთ პლატფორმას სწორედ კეთილი მიზნით იყენებენ“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. სპორტსმენების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა კამალა ჰარისმაც.
ასევე ნახეთ: "უბნების გადაწვა პროტესტი არ არის"- ჯო ბაიდენი