ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვითარება უისკონსინში - მოზარდი ორი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს


ილინოისელ 17 წლის მოზარდს ბრალი წაუყენეს 2 ადამიანის მკვლელობისა და ერთის დაჭრის გამო - კენოშაში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს. უისკონსინში, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას, პოლიციელემა შავკანიანი მამაკაცი დაჭრა.

“AP”-ს ცნობით, კაილს ბრალი შემდეგი მუხლებით წაუყენეს - პირველი ხარისხის განზრახ მკვლელობა, პირველი ხარისხის მკვლელობა გაუფრთხილებლობით, და ასევე გაუფრთხილებლობით, პირველი ხარისხის საფრთხის შექმნა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. მკვლელობა, სამშაბათს, საპროტესტო გამოსვლების მიმდინარეობისას მოხდა.

29 წლის შავკანიანი მამაკაცის დაჭრის შემდეგ, რომელიც წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა და შინაგანი ორგანოების მძიმე დაზიანება აღენიშნება, კენოშა რასობრივი უთანასწორობისთვის ბრძოლის ახალი ქალაქი გახდა. მას შემდეგ, რაც 25 მაისს, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ, მასობრივი გამოსვლები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნისას გარდაიცვალა.

რაც შეეხება კენოშის ინციდენტს, ცნობილი გახდა, რომ საქმეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გამოიძიებს. გამოძიებას, ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების დახმარებით, გამოძიების ფედერალური ბიურო გაუძღვება. მანამდე, კი ცნობილი ხდება, საქმესთან დაკავშირებით პირველადი ოფიციალური ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ პოლიცია ქალის გამოძახებაზე მივიდა, რომელიც აცხადებდა, რომ შემაკავებელი ორდენის მიუხედავად, მასთან ყოფილი მეგობარი მამაკაცი იყო მისული. პოლიციამ, ბლეიქის განეტრალება, თავდაპირველად ელექტრო შოკით სცადა, შემდეგ მანქანისკენ წაიყვანა, რა დროსაც ბლეიქმა ავტომობილის კარის გაღება სცადა - სწორედ ამ დროს გაისროლა პოლიციელმა. გამოძიების ინფორმაციით, მანქანაში, რომლის კარის გაღებასაც ბლეიქი ცდილობდა ცივი იარაღი იყო.

ეს ყველაფერი გამვლელმა გადაიღო. მომხდარის შემდეგ კი კენოშაში მასშტაბური გამოსვლები დაიწყო, რაც ძალადობრივ პროტესტში გადაიზარდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG