რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მან ციხის საკანში „ბედნიერების რეცეპტი“ იპოვა. ამის შესახებ ის "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე წერს. ნავალნის ეს პოსტი რუსეთის პენიტენციური სამსახურის განცხადებას მოჰყვა, რომ ის „მეტნაკლებად“ გამოჯანმრთელდა 24 დღიანი შიმშილობის შემდეგ.
პოსტში ნავალნიმ თქვა, რომ 23 დღიანი შიმშილობიდან ნელი გამოსვლის 23 დღის თავზე, ის მისმა „ნებისყოფამ გააკვირვა“. „ამიტომ, რეცეპტი ბედნიერებისთვის: აირჩიეთ ის, რაც ძალიან გიყვართ, აუკრძალეთ ის თავს და შემდეგ დაუბრუნდით“, - დაწერა მან საკუთარ პოსტში, რომელიც ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველია.
ასევე ნახეთ: ნავალნი შიმშილობის შემდეგ "მეტ-ნაკლებად" გამოჯანმრთელდანავალნის პირობითი სასჯელის პირობების დარღვევისთვის მოსკოვის სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა.
"შემიძლია ვთქვა, რომ ის მეტ-ნაკლებად გამოჯანმრთელდა",-უთხრა სააგენტო "ტასს" ალექსანდრ კალაშნიკოვმა და დაამატა, რომ ნავალნი "უკვე იწონის 82 კილოგრამს, იკვებება ნორმალურად და აქვს უნარი ეკონტაქტოს თავის ოჯახს".
ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამშაბათს, მისმა თანამებრძოლებმაც გააკეთეს კომენტარი. ივან ჟდანოვის, ნავალნის ერთ-ერთი მოკავშირის განცხადებით, ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
იმის გამო, რომ პირად ექიმთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ და არასათანადოდ ეპყრობოდნენ, ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო. პროტესტის ეს ფორმა მან მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუუარესდა.
ნავალნის ჯერ საბჭოთა ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით", მოწამვლამ, შემდეგ კი მისმა დაპატიმრებამ და საპყრობილეში მოპყრობის წესმა, დასავლეთში უკმაყოფილება გამოიწვია. ამერიკამ და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა და ნავალნის გათავისუფლება მოითხოვა.
ასევე ნახეთ: ათასობით დაკავებული, ტერორისტებად შერაცხული ოპოზიცია და არასასურველად გამოცხადებული საერთაშორისო ორგანიზაციები - რა ხდება რუსეთში?დასავლეთისგან ასეთი ნაბიჯი მოსკოვმა შიდა საქმეებში ჩარევად მიიღო და მოუწოდა სხვა ქვეყნებს არ ჰქონოდათ მცდელობა, მოეგვარებინათ რუსეთის შიდაპოლიტიკური საკითხები.
ქვეყანაში ასევე განიხილება ნავალნის ანტი-კორუფციული ორგანიზაციის ექსტრემისტულად გამოცხადების საკითხი. 18 აპრილს, სახელმწიფო დუმის, პარლამენტის ქვედა პალატის მიერ, მიღებული კანონის მიხედვით კი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც არის "ექსტრემისტული დაჯგუფების" წევრი, ან მასთან ასოცირებული, მომავალში ვეღარ დაიკავებს არჩევით თანამდებობას.
მომავალ თვეში მოსკოვის სასამართლო გამართავს მოსმენებს საკითხზე უნდა იყოს თუ არა ნავალნის ფონდი და მისი რეგიონალური ოფისები "ექსტრემისტული" ორგანიზაციების სიაში.