შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოსკოვის მიერ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით შეშფოთება გამოთქვა.
23 იანვრის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციიდან ორი დღის თავზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის „ძალზედ შეშფოთებულია".
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ დრომდე არ გადაუწყვეტია თუ როგორ უპასუხოს ნავალნის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, თუმცა აქვს იმედი, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი იმ მიმართულებით, სადაც საერთო ინტერესი აქვთ, ითანამშრომლებენ.
ასევე ნახეთ: პუტინის მოკავშირე დასავლეთს ნავალნის გამოყენებაში სდებს ბრალსბაიდენმა აღნიშნა, რომ ორმა ქვეყანამ ბირთული იარაღის კონტროლზე უნდა ითანამშრომლოს. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის,„ახალი სტარტის“ შეთანხმებას, რომელიც შეიარაღების კონტროლს უკავშირდება, ვადა 5 თებერვალს გადის.
ბაიდენმა დასძინა, რომ ფიქრობს შესაძლებელია რუსეთისთვის იმის დემონსტრირება, რომ შეერთებულ შტატებს „მისი ქცევა ძალზედ აშფოთებს“, მაშინ როცა, ორი ქვეყანა „იმოქმედებს ორმხრივი ინტერესით“ ბირთვული შეთანხმების მოსალაპარაკებლად.
ბაიდენმა ასევე ისაუბრა, გასულ თვეში შეერთებულ შტატებზე მიტანილ მასობრივ კიბერ თავდასხმაზე. თავდასხმაში ბრალს ვაშინგტონი რუს ჰაკერებს დებს. პრეზიდენტმა ახსენა დაუდასტურებელი ცნობები, რომ ავღანეთში რუსეთი თალიბანს აჯილდოებდა, თუ ისინი ამერიკელ სამხედროებს მოკლავდნენ.
ასევე ნახეთ: ბეიკერი ამერიკის დემოკრატიაზე, იმპიჩმენტის შედეგებსა და დონალდ ტრამპის მომავალზე„მე შესაბამის სააგენტოებს ვთხოვე, მომიმზადონ სრულყოფილი ინფორმაცია თითოეულ ამ საკითხზე, მომაწოდონ ინფორმაცია როგორია ვითარება და მე არ მოვერიდები ამ საკითხების რუსებთან დაყენებას“, - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარალელურად, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო 23 იანვრის დემონსტრაციების წინააღმდეგ გამოყენებული “სასტიკი ტაქტიკა“.
„ახალი სტარტის“ შეთანხმება განლაგებული ბირთვული ქობინების რაოდენობას 1550-მდე, ხოლო სტრატეგიული ამოქმედების სისტემებს 700-მდე ამცირებს.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი და ამერიკა რუსეთს მოუწოდებენ გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი და მისი მხარდამჭერებითეთრმა სახლმა გასულ კვირას განაცხადა, რომ სურს ცივი ომის დროინდელი შეთანხმება 5 წლით გააგრძელოს. ამ წინადადებას რუსეთი იზიარებს. თუმცა, მოსკოვი აცხადებს, რომ სურს დეტალების დაზუსტება.
„რუსეთს სურს ახალი სტარტის შეთანხმების შენარჩუნება და გახანგრძლივება“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 22 იანვარს. „ჩვენ მხოლოდ მოხარულნი ვართ, რომ არსებობს დოკუმენტის გაგრძელების პოლიტიკური სურვილი. თუმცა ყველაფერი, წინადადების დეტალებზეა დამოკიდებული, რაც ჯერ არ შეგვისწავლია“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ: პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პუტინთან დარეკვას არ გეგმავსნავალნის დაკავება და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება, დაგმეს ასევე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და საგარეო საკითხებში გაერთიანების წარმომადგენელმა ჯოსეფ ბორელმა. ბორელმა განაცხადა, რომ ის მოსკოვში ჩავა, რათა რუსეთს დემონსტრანტების და ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდოს. ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ რუსეთის წინააღდეგ დამატებითი სანქციების დაწესება მარტის ბოლოს განიხილონ.
ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლა იყო უკანასკნელი წლების განმავლობაში, 3700 ადამიანი დააკავეს.