უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „აბსურდი“ იქნება, თუ ნატოს ლიდერები, უკრაინას ალიანსში გაწევრიანების ვადებს არ შესთავაზებენ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს განცხადებას მას შემდეგ გააკეთა, რაც ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ალიანსი კიევს „პოზიტიურ გზავნილს“ გაუგზავნის.
იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კიევი მეტ სამხედრო დახმარებას და უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს. ასევე, შემსუბუქდება ალიანსში გაწევრიანების ფორმალური პირობები. გარდა ამისა, საუბარია, ალიანსთან თანამშრომლობის ახალ ფორმატზე რაც ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნას გულისხმობს.
ასევე ნახეთ: რატომ გაიყო საქართველოს და უკრაინის ნატოსკენ მიმავალი გზები?„მოველი, რომ უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით, მოკავშირეებს მკაფიო, პოზიტიური და ერთანი გზავნილი ექნებათ“ - თქვა სტოლტენბერგმა, მოლაპარაკებბების დაწყებამდე, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.
ამავე შეხვედრამდე, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ მოლაპარაკებების შედეგად, კიევი წევრობასთან დაკავშირებით „პოზიტიურ სიგნალს“ მიიღებს.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით სუსტი ფორმულირებები ისმის.
„უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ არ არის დადგენილი უკრაინის არც მიწვევის და არც წევრობის ვადები", - განაცხადა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“ იქამდე, ვიდრე სამიტს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით შეუერთდება.
მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრები თანხმდებიან, რომ კიევი ალიანსს მიმდინარე ომის დროს ვერ შეუერთდება, ისინი არ საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება ეს მოხდეს ომის შემდეგ და რა პირობებში.
ნატოს წევრებმა აღმოსავლეთ ევროპაში მხარი დაუჭირეს კიევის პოზიციას და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოქცევა საუკეთესო გზაა, რუსეთის ხელახალი შეტევის შეკავებისთვის.
ასევე ნახეთ: ვილნიუსის სამიტი - რა შეიცვლება უკრაინისთვის?მიმომხილველთა დაკვირვებით, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა შეერთებული შტატები და გერმანია, უფრო ფრთხილ პოციზიებს იკავებენ იმისთვის, რომ რუსეთისა და ნატოს პირდაპირი კონფლიქტის შესაძლებლობა მინიმუმამდე დაიყვანონ.
დიპლომატებმა განაცხადეს, რომ სამიტის საბოლოო შეთანხმების ტექსტმა შესაძლოა გააჩინოს პერსპექტივა იმისა, რომ ალიანსს შეუძლია „მოწვევა“ გაუგზავნოს კიევს გაწევრიანებაზე „როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილდება“.