ომი ყარაბაღისთვის და საქართველოს ნეიტრალიტეტი
Your browser doesn’t support HTML5
მეთერთმეტე დღეა ოკუპირებულ მთიან ყარაბაღში არ წყდება ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტაკებები აზერბაიჯანისა და სომხეთის არმიებს შორის. არის დიდი მსხვერპლი. საქართველო, რომლის მოსახლეობის 6,3% ეთნიკური აზერბაიჯანელია, ხოლო 4,5% ეთნიკური სომეხი, ყარაბაღის კონფლიქტში მკაცრი ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ინარჩუნებს.