სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი მოსამართლეს ამერიკის ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩევლის მაიკლ ფლინის შეწყალებას სთხოვს. ფლინი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების ერთ-ერთი სამიზნე იყო.
სამშაბათ საღამოს, მალერმა მოსამართლეს წერილი გაუგზავნა, სადაც გადამდგარი გენერლის მიმართ მსუბუქი განაჩენის გამოტანას სთხოვს. ამაში თავისუფლების 6 თვით აღკვეთა ან პატიმრობის საერთოდ გაუქმება შედის.
მალერის წერილში ნათქვამია, რომ ფლინმა გამოძიებას “პირველადი ინფორმაცია” მიაწოდა ტრამპის გარდამავალ გუნდსა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის ურთიერთობაზე.
მოსამართლისთვის გაგზანილ წერილში ინფორმაციის დიდი ნაწილი არ იკითხება, რადგან ის ჯერ კიდევ მიმდინარე გამოძიებისთვის მნიშვნელოვან დეტალებს შეიცავს. გამოძიებამ ეს ინფორმაცია ფლინის 19-ჯერ დაკითხვის დროს შეაგროვა.
მალერს მიაჩნია, რომ ფლინის 33 წლიანი სამხედრო კარიერის, მათ შორის, 5 წლის განმავლობაში საბრძოლო მისიებში მონაწილეობის დასაფასებლად, მას პატიმრობა არ უნდა მიესაჯოს. გარდა ამისა, ფლინი გამოძიებასთან თანამშრომლობს.