რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ დასავლეთის მთელი რიგი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე, მიღებული იქნება საპასუხო, პირდაპირპროპორციული ზომები. განცხადება ორშაბათს რუსეთის ექსპრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გააკეთა, რომელიც ახლა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს.
ასევე ნახეთ: ევროპული ქვეყნები რუს დიპლომატებს აძევებენ"ყველამ იცის პასუხი: ეს იქნება სიმეტრიული და ორმხრივი ურთიერთობის დამანგრეველი" - განაცხადა მედმედევმა სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე". მისი თქმით, ამით დასავლეთის ქვეყნებმა "პირველ რიგში საკუთარი თავი" დასაჯეს.
ორშაბათს საფრანგეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში მოსკოვის მიერ განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ, ქვეყნიდან 35 რუს დიპლომატს გააძევებს. გერმანიამაც დიპლომატთა "მნიშვნელოვან რიცხვზე" ანალოგიური განცხადება გააკეთა, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია. დიპლომატების გაძების გადაწყვეტილება მიიღეს ასევე იტალიამ, შვედეთმა და დანიამ.
მედვედევის თქმით, ყველა დასავლურმა საელჩომ "კარი თუ გამოიჯახუნა", საბოლოო ჯამში ეს ყველას გაცილებით იაფი დაუჯდება. "და ბოლოს ერთმანეთს მხოლოდ იარაღის ლულიდან თუ შევხედავთ" - წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.