რესეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ ქვეყნების ელჩები დაიბარა, საიდანაც რუს დიპლომატებს აძევებენ, სამინისტრო მათ საპროტესტო ნოტას გადასცემს.
სამინისტროს უკვე ეწვია გერმანიის ელჩი, შენობაში ასევე იმყოფებოდნენ ნიდერლანდების, უკრაინის, საფრანგეთის, იტალიის და პოლონეთის ელჩები.
შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ამერიკელი დიპლომატების გაძევებას არანაირი ახსნა არ აქვს.
გუშინ თეთრმა სახლხმა განცხადება გაავრცელა, სადაც მოსკოვის ქმედება შეფასებულია როგორც ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გაუარასებისკენ გადადგმული ნაბიჯი.
„ამერიკის და ნატოს მოკავშირეების მიერ უშიშროების აგენტების გაძევება რუსეთის მიერ ბრიტანეთის ტერიტორიაზე თავდასხმას მოჰყვა პასუხად“, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.“
სერგეი ლავროვის მიერ 60 ამერიკელი დიპლომატის გაძევებას გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტიც. ჰედერ ნაუერტის თქმით, „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავის მსხვერპლად წარმოჩენა“, მაშინ როცა ნამდვილი მსხვერპლები ბრიტანეთში ოთხ მარტს მოწამლული მამა-შვილია.