რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი, ბრიტანეთს იულია სკრიპალის მოწამვლის საქმეზე იურიდიულ დახმარებას სთხოვს.
რუსული კომიტეტი ბრიტანელ გამომძიებლებს, მოწამვლის გარემოებების დასადგენად რიგი ნაბიჯების გადადგმას და გამოძიების გარკვეული მასალების ასლების გადაცემას ითხოვს.
გუშინ, ბრიტანეთის პოლიციამ გამოძიების შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლო ექსპერტიზის შემდეგ, გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ შხამთან პირველი შეხება, სკრიპალებს საკუთარი სახლის შესასვლელ კართან ჰქონდათ.
პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას, ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ შეერთებული შტატების „ძალიან ძლიერი პასუხი“ შეაქო, რომელმაც 60 რუსი დიპლომატი გააძევა მას შემდეგ, რაც თავდასხმაზე ბრალი მოსკოვს დასდეს.
Facebook Forum