რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით დასავლეთის პასუხად მოსკოვი 60 ამერიკელ დიპლომატს გააძევებს.
დასავლეთის ქვეყნებმა დაახლოებით 140 დიპლომატი და სავარაუდოდ რუსული დაზვერვის თანამშრომლები ბრიტანეთში ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის ნერვული აგენტით მოწამვლის გამო გააძევეს. სკრიპალზე თავდასხმაში ლონდონი ბრალს რუსეთს უყენებს.
ლავროვმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვი ასევე დახურავს ამერიკის საკონსულოს სანქტ-პეტერბურგში.
ამერიკამ და კიდევ ოცმა ქვეყანამ ამერიკელი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების გადაწვეტილება ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად მიიღო .
რუსეთი უარყოფს პასუხისმგებლობას. მოსკოვის განცხადებით მომხდარის უკან ბრიტანელი სადაზვერვო სამსახურები არიან და მათი განზრახვა რუსეთის ცუდად წარმოჩენაა. თავისმხრივ, ლონდონი ამ ბრალდებას არ იზიარებს. ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმთან საუბრისას, დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ამერიკის ნაბიჯი შეაქო და მას „ძალიან ძლიერი პასუხი“ უწოდა.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერი „თანხმდება, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის ჯაშუშთა ქსელის დაშლა ბრიტანეთსა და ამერიკაში, რათა რუსეთის ფარულ აქტივობები შეჩერდეს და მომავალში ქიმიური იარაღის მათ ტერიტორიაზე გამოყენება თავიდან იქნას აცილებული“.
პარალელურად, ქალაქ სალსბურის ადგილობრივი საავადმყოფოს განცხადებით, სკრიპალის ქალიშვილის, იულიას მდგომარეობა „სწრაფად უმჯობესდება“ და ის კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა.
თუმცა სერგეი სკრიპალი ჯერ ისევ კრიტიკულ მდგომარეობაშია.
გუშინ, ბრიტანეთის პოლიციამ გამოძიების შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლო ექსპერტიზის შემდეგ, გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ შხამთან პირველი შეხება, სკრიპალებს საკუთარი სახლის შესასვლელ კართან ჰქონდათ.
Facebook Forum