მოსკოვში ქუჩას, სადაც გაერთიანებული სამეფოს საელჩო მდეობარეობს, „ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი“ დაერქვა.
რუსეთმა, უკრაინის სეპარატისტული რეგიონები, რომელებიც რუსული ძალების მიერაა აღებული, ე.წ. დონეცკის და ლუჰანსკის სახალხო დამოუკიდებელ რესპუბლიკებად, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, 24 თებერვალს აღიარა.
ასევე ნახეთ: მოსკოვში სახელი გადაარქვეს ქუჩას, რომელზეც ამერიკის საელჩო მდებარეობსბრიტანეთის საელჩოს, საკუთარ ვებ გვერდზე მისამართი არ შეუცვლია და აცხადებს, რომ ძველი მისამართის გამოყენებას განაგრძობს.
„ბრიტანეთის მთავრობა, მთელი საერთაშორისო საზოგადოების მსგავსად, არ აღიარებს ე.წ. ლუჰანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკას. ქუჩების სახელის შეცვლა, ქალაქის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის შესახებ, ბრიტანეთის მთავრობის პოზიციაზე ეს არანაირად არ იმოქმედებს“ - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, მოსკოვის ხელისუფლებამ, იმ ქუჩას, სადაც შეერთებული შტატების საელჩოა განთავსებუული, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი“ დაარქვა. ამერიკის საელჩოს, საკუთარ ვებ გვერდზე, მისამართად ქუჩის სახელის ნაცვლად, გეოგრაფიული კოორდინატები აქვს მითითებული.