ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში სახელი გადაარქვეს ქუჩას, რომელზეც ამერიკის საელჩო მდებარეობს


„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი“ - ასე დაარქვეს მოსკოვში ქუჩას, რომელზეც ამერიკის საელჩოს შენობა მდებარეობს. კრემლში ამბობენ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა და მათი მიზანი იყო მხარდაჭერა გამოეცხადებინათ სეპარატისტული დონეცკისთვის, უკრაინული რეგიონისთვის, რომელიც რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

„ამ ცვლილებით გვინდოდა მხარი დაგვეჭირა დონბასელი ხალხისა და ჯარისკაცებისთვის, რომლებიც დღეს იცავენ რუსეთის ინტერესებს“, თქვა რუსეთის დუმის თავმჯდომარემ სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრის დროს.

რუსული საინფორმაციო საშუალებები ამბობენ, რომ ქუჩისთვის სახელის შეცვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მოსახლეობა გამოიკითხა და იდეას მხარი გამოკითხულთა 45 პროცენტმა დაუჭირა.

XS
SM
MD
LG