ბელარუს აქტივისტთა ჯგუფი აცხადებს, რომ ამბოხის მცდელობის შემდეგ ქვეყანაში კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ათასობით მებრძოლი ჩავიდა.
ამ ჯგუფის თანახმად, რომელიც "ვაგნერის" წარმომადგენელთა გადაადგილებას აკვირდება, ქალაქ ასიპოვიჩთან მდებარე ბანაკში 3 450-იდან 3 650-მდე "ვაგნერელი" ჩავიდა. ეს ქალაქი უკრაინის საზღვრიდან 230 კილომეტრითაა დაშორებული.
ასევე ნახეთ: "ვაგნერის" ეფექტი რუსეთის სამხედრო მმართველობაზებელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ "ვაგნერის" მებრძოლები ბელარუს სამხედროებს წვრთნიან. მოსკოვში სტუმრობისას მან ისიც თქვა, რომ "ისინი დასავლეთისკენ წასვლას ითხოვენ". პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის დაცვა გააძლიერა. "ვაგნერის" ლიდერი მოსკოვისკენ შეიარაღებულ მსვლელობას "სამართლიანობის მარშს" უწოდებდა და ამბობს, რომ მისი სამიზნე თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ლიდერები იყვნენ და მთავრობის დამხობის ან ხელისუფლების ხელში ჩაგდებას არ გეგმავდა. თუმცა ანალიტიკოსებმა ეს ამბოხი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ვლადიმირ პუტინის მმართველობის უდიდეს გამოწვევად შეაფასეს.
"ვაგნერის" მებრძოლები, რომლებიც მართლაც იყვნენ ბრძოლის შუაგულში, ჩვენს სამხედროებს ღირებულ ინფორმაციასა და გამოცდილებას გადასცეემენ", - განაცხადა ბელარუსი თავდაცვის სამინისტრომ.