მოლდოვის პრემიერ-მინისტრი, ნატალია გავრილიტა აცხადებს, რომ ვერ ხედავს მყისიერ საფრთხეს, უკრაინაში რუსეთის ომი მის ქვეყანაზე გავრცელდეს.
„ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ მოლდოვაში ომის გავრცელების გარდაუვალი რისკი არ არსებობს“ - აცხადებს რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურთან საუბრისას ნატალია გავრილიტა.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი მოლდოვას სამხედრო დახმარებას პირდებაუკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოლდოვაზე გავრცელების შიშები მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსმა განერალმა განაცხადა, რო უკრაინაში მოსკოვის არაპროვოცირებული შეჭრის მიზანი, სამხრეთ უკრაინის გავლით, დნესტრისპირეთამდე სახმელეთო დერეფნის შექმნა იყო. მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონი, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლდება.
დნესტრისპირეთმა კიშინიოვისგან ე.წ. დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა. 1992 წელს, ორ მხარეს შორის ხანმოკლე ომი, რუსეთის ჯარების სეპარატისტების სასარგებლოდ ჩარევის შემდეგ, ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.
თვითგამოცხადებულმა დნესტრისპირთმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ უშიშროების ე.წ. სამინისტროში, სამხედრო ნაწილსა და რუსულ რადიოანძაზე აფეთებები მოხდა. ასევე, მათივე მტკიცებით, სროლის ხმა ისმოდა ერთ-ერთ სოფელში, სადაც რუსული იარაღის საწყობია განთავსებული. მომხდარი მოსკოვმა „ტერორისტულ აქტებად“ შეაფასა.
ოფიციალური კიევი აცხადებს, რო რუსეთის სურვილი რეგიონის დესტაბილიზაცია ან სამხედრო ინტერვენციისთვის საბაბის შექმნაა.
თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთში კვლავ რჩება 1 500 რუსი სამხედრო, რომლებიც ოფიციალური ვერსიით, საბჭოთა ეპოქის იარაღის მასშტაბურ საცავს იცავენ.
ასევე ნახეთ: პოდოლიაკი: საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომსგარდა ამისა, რეგიონში რუსეთს ასევე ჰყავს 400-500 ჯარისკაცი, რომლებიც 1992 წლის ომის შემდეგ, იქ სამშვიდოებოების სახელით არიან განთავსებულნი.
მოლდოვა ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების თავდასხმის შემტთხვევაში, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, კიშინიოვი „ხანგრძლივი წინააღმდეგბის გაწევას ვერ შეძლებს".
რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვნად გაზრდის“ მოლდოვის მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა, ლეტალური იარაღის მიწოდებასაც მოიცავს.
გავრილიტა არ ფიქრობს, რომ რუსეთის თავდასხმა მოსალოდენილია, რადგან მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა და „არასდროს სურდა და არ გაუწევია არანაირი ძალისხმევა იმისთვის, რომ ნატოს წევრი გახდეს“.
ასევე ნახეთ: აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფსვლადიმირ პუტინის მტკიცებით, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების ერთ-ერთი მიზანი, რომელსაც კრემლი ჯერ კიდევ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს, სწორედ ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფება იყო. პუტინის მტკიცებით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, რომელიც თავდაცვითი გაერთიანებაა, რუსეთისთვის ექგზისტენციალური საფრთხეა. გარდა ამისა, უკრაინის წინააღმდეგ ომის მთავარ თავდაპირველ მიზნად, კრემლმა მისი „დემილიტარიზაცია-დენაციფიკაცია“ წარმოაჩინა.