მოლდოვის პოლიციამ განაცხადა, რომ მათ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეთქმულების მცდელობა ჩაშალეს, იმ ჯგუფების მიერ, რომლებიც ქვეყნის ახალი პროდასავლური მთავრობის წინააღმდეგ კვირას გამართულ საპროტესტო აქციაზე, მასობრივი არეულობის გამოწვევას ცდილობდნენ.
მოლდოვის პოლიციის უფროსმა, ვიორელ სერნაუტეანუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფარულმა აგენტმა შეაღწია „დივერსანტების“ ჯგუფებში, სადაც რუსეთის მოქალაქეები, სავარაუდოდ, ჰპირდებოდნენ მონაწილეებს 10 000 დოლარს კიშინიოვში "მასობრივი არეულობის" ორგანიზებისთვის. მისი თქმით, დააკავეს შვიდი ადამიანი. ცალკე, პოლიციამ განაცხადა, რომ დააკავა 54 მომიტინგე, მათ შორის 21 არასრულწლოვანი, რომლებიც ავლენდნენ „საეჭვო ქცევას“ ან ატარებდნენ აკრძალულ ნივთებს, მათ შორის დანას.
ასევე ნახეთ: რუსეთმა მოლდოვას ომი "არაოფიციალურად" გამოუცხადა - კიშინიოვიკვირას საპროტესტო აქცია ერთ-ერთია იმ რამდენიმედან, რომელიც ბოლო კვირებში გაიმართა, ორგანიზებული ჯგუფების მიერ, სახელით „მოძრაობა ხალხისთვის“, და რომელსაც მხარს უჭერს მოლდოვის რუსეთის მიმართ პოზიტიურად განწყობილი პარტია „შორი“. პარტიას აქვს ექვსი ადგილი ქვეყნის 101 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მთავრობამ სრულად დაფაროს ზამთრის ენერგეტიკული გადასახადები და „არ ჩართოს ქვეყანა ომში“. მათ არაერთხელ მოუწოდეს პრეზიდენტ მაია სანდუს გადადგომისკენ.
პოლიციამ განაცხადა, რომ კვირას დაფიქსირდა ოთხი ბომბის მუქარა, მათ შორის ერთი დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტში, რასაც ისინი მოლდოვის წინააღმდეგ, „დესტაბილიზაციის ღონისძიებებს“ უწოდებენ.
მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ გასულ კვირას 182 უცხო ქვეყნის მოქალაქეს უარი ეთქვა მოლდოვაში შესვლაზე, მათ შორის რუსეთის „ვაგნერის“ დაჯგუფების „შესაძლო წარმომადგენელს“. „ვაგნერი“ რუსული კერძო სამხედრო კომპანიაა, რომელიც იბრძვის უკრაინაში, კიევის წინააღმდეგ.
ასევე ნახეთ: კიშინიოვი მოსკოვის ბრალდებებს უარყოფსაშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ რუსეთის დაზვერვასთან კავშირში მყოფი მსახიობები გეგმავენ მოლდოვაში, საპროტესტო აქციების არეულობისთვის გამოყენებას, ქვეყნის მთავრობისთვის ძირის გამოსათხრელად.
შაბათს, მოლდოვას ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ „შორის“ პარტიის სავარაუდო უკანონო დაფინანსების საქმეზე ჩხრეკისას 220 000 ევროზე მეტი ამოიღო.
„შორის“ პარტიის ლიდერი, ილან შორი, მოლდოველი ოლიგარქია, რომელიც ამჟამად ისრაელში იმყოფება. შორი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების სიაშია, როგორც რუსეთის ინტერესებისთვის მომუშავე. ის, დეკემბერში, გაერთიანებულმა სამეფომაც დაამატა სანქციების სიას.
მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანა რევენკომ თქვა, რომ საპროტესტო აქციები „მიზნად ისახავს შეარყიოს დემოკრატია და სტაბილურობა“ მოლდოვაში.
ასევე ნახეთ: რა ხდება მოლდოვაში და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის„ვაფრთხილებ ჩვენი ქვეყნის მოღალატეებს, რომ ისინი მალე დაისჯებიან სასამართლოს წინაშე, რამდენი ფული და დახმარებაც არ უნდა მიიღონ ჩვენი ქვეყნის დასანგრევად“, - წერს რევენკომ "ფეისბუქ" პოსტში.
გასულ კვირას მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის დნესტრისპირეთის მაიონეტულმა ხელისუფლებამ, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან და მასპინძლობს რუს ჯარებს, თქვა, რომ მან აღკვეთა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის, SBU-ს მიერ, სავარაუდოდ, მისი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა. მაგრამ სეპარატისტულ ტირასპოლს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები.
SBU-მ უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ ეს „უნდა განიხილებოდეს ექსკლუზიურად, როგორც კრემლის მიერ ორკესტრირებული პროვოკაცია“.