მოლდოვამ რუსი დიპლომატი გააძევა და ჯაშუშობის ბრალდებით ორი ოფიციალური პირი დააკავა

მოლდოვამ რუსი დიპლომატი გააძევა და რუსეთის ელჩი პროტესტის გამოსახატად გამოიძახა. მოლდოვის მთავრობამ ორი ოფიციალური პირი რუსეთის საელჩოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.

მოსკოვი პირობას დებს, რომ ამ გაძევებას უპასუხებს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით გაუარესდა. კიშინიოვი უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია და 2030 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს.

"მოპოვებულია ინფორმაცია და მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მოლდოვის ტერიტორიაზე (რუსი დიპლომატი) ახორციელებდა მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ ქმედებებს", - თქვა მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

დიპლომატიური უწყების განცხადებამდე ერთი დღით ადრე გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ მოლდოვის ორი ოფიციალური პირი სახელმწიფო ღალატისა და უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ინფორმაციის შეგროვებისა და შეთქმულების ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს რუსეთი არ დაუსეხელებია, მაგრამ მოლდოვურმა მედიამ უსაფრთხოების სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ გაძევებული პირი რუსეთის საელჩოში მუშაობდა.

ოქტომბერში მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება და მაია სანდუ კიდევ ერთხელ იყრის კენჭს. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ღალატი სათანადოდ დაისაჯოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო მისი დიპლომატის გაძევება და ამას "არამეგობრული ნაბიჯი" უწოდა, რომელიც მისი შეფასებით მოლდობის "აგრესიული ანტირუსული კურსის" ნაწილია.