ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანდუ ამბობს, რომ მოლდოვის მომავალი ევროპულ ოჯახშია


მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ მიესალმა ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის მომავალი ევროპულ ოჯახშია.

მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანება 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე მოითხოვა. ოქტომბერში მოლდოვა რეფერენდუმს გამართავს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ.

”ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ”, - დაწერა სანდუმ X-ზე.

25 ივნისს, ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობის მოლაპარაკებები დაიწყო.

მოლდოვაში, რომელსაც ჰყავს რუმინულენოვანი უმრავლესობა და რუსულენოვანი უმცირესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალაუფლება პროდასავლურ და პრორუსულ პარტიებს შორის მერყეობდა. მოსკოვს განთავსებული ჰყავს ჯარები დნესტრისპირეთში, სადაც ის მხარს სეპარატისტებს უჭერს. რეგიონმა კიშინიოვის მმართველობისგან დამოუკიდებლობა, 1990-იანი წლების დასაწყისში, ომის შემდეგ მოითხოვა.

სანდუ 2020 წელს, ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის დაპირების საფუძველზე აირჩიეს. გასულ წელს, მან მოსკოვი დაადანაშაულა მოლდოვის საქმეებში ჩარევაში და მისი მთავრობის დამხობის მცდელობაში.

კრისტინა გერასიმოვმა, მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში, განაცხადა, რომ სამშაბათი, 25 ივნისი, ისტორიული მომენტია.

”უფრო ერთგული [ვართ], ვიდრე ოდესმე, განვახორციელოთ ჩვენი მოქალაქეების მისწრაფებები, გახდნენ ევროპული ოჯახის ნაწილი”, -დაწერა მან X-ზე.

XS
SM
MD
LG