სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 11 იანვარს, "ამერიკის ხმის" ვაშინგტონის სათაო ოფისს ესტუმრა. "ამერიკის ხმა", შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) ერთი-ერთი მაუწყებელია. სააგენტო ასევე აერთიანებს "რადიო თავისუფლებას", "რადიო მარტის" და "ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელს".
"ამერიკის ხმის" შენობაში სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, „ამერიკის ხმის“ მისიის "რეორიენტაცია" და „დეპოლიტიზაცია“.
სახელმწიფო მდივანმა, შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს ხელმძღვანელობა დაიცვა, არაერთხელ გასმული კრიტიკის წინააღმდეგ. ოპონენტების აზრით, ახლადდანიშნული მაიკლ პეკი - მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი - ცდილობს, რომ სააგენტოში შემავალი ახალი ამბების მაუწყებლები პროპაგანდის იარაღად აქციოს.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონმა კუბა ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნების სიაში დააბრუნაპომპეო ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა ტრამპის ადმინისტრაციიდან, რომელმაც სააგენტოს ხელმძღვანელი, მაიკლ პეკი დაიცვა, მას შემდეგ რაც ის კონგრეში, როგორც დემოკრატმა ისე რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა გააკრიტიკეს, მის მიერ გადაგმული ნაბიჯების გამო.
პომპეომ გაიმეორა პეკის არგუმენტი, რომ „ამერიკის ხმამ“ ვერ მოახერხა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა და მისი მისიის აღქმა დაკარგა.
„ეს არ არის ამერიკის მანკიერებების ადგილი, რომელიც იმაზე უნდა ფოკუსირდებოდეს, რაც ჩვენი შესანიშნავი ერის ნაკლია. ეს ნამდვილად არ არის ადგილი, რომელმაც რეჟიმებს პეკინსა და თეირანში პლატფორმა უნდა მისცეს“, თქვა მან.
სახელმწიფო მდივანმა ასევე შეაქო მაუწყებლის ჟურნალისტები, იმისთვის, რომ ავტორიტარულ ქვეყნებში მსმენელებსა და მაყურებლებს, მიუკერძოებელ ახალ ამბებს აწვდიან.
ასევე ნახეთ: სახელმწიფო დეპარტამენტის საიტი შეფერხებით მუშაობსსიტყვით გამოსვლის შემდეგ, „ამერიკის ხმის“ ახალი დირექტორი რობერტ რაილი, სახელწიფო მდივანს გაესაუბრა. სახელმწიფო მდივნის გამოსვლა, პირდაპირ რეჟიმში გადაეცემოდათ ,„ამერიკის ხმის“ მსმენელებს და მაუწყებლის თანამშრომლებს, რომელთა დიდი ნაწილი კლავ სახლიდან მუშაობს.
სახელმწიფო მდივანთან საუბრისას, „ამერიკის ხმის“ დირექტორს რობერ რაილის, არ უკითხავს მისთვის კაპიტოლიუმთან განვითარებული მოვლენების შესახებ და არც ჟურნალისტებისგან მიღებული კითხვები გამოუყენებია.
ჟურნალისტები, რომლებიც პომპეოს გამოსვლას ესწრებოდნენ, ეცადნენ, კითხვების ხმამაღლა გაჟღერებას, მას შემდეგ რაც ღონისძიება დასრულდა, თუმცა სახელმწიფო მდივანს მათზე პასუხი არ გაუცია. გლობალური მედიის სააგენტოს ინფორმაციით, სხვა გამოცემების ჟურნალისტები, კოვიდ-19-ის გამო, უსაფრთხოების და სივრცის პროტოკოლიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე არ დაუშვეს.
ასევე ნახეთ: არჩევნებში ჩარევის ბრალდებით, ამერიკა 7 უკრაინელ პოლიტიკოსს სანქციებს უწესებსმას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში, შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს სათავეში, მაიკლ პეკი მოვიდა, მას ხშირად აკრიტიკებენ მიღებული ზომების გამო, მათ შორის „რადიო თავისუფალი აზიის“, „რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების“ და „ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელის“ ხელმძღვანელების გათავისუფლების გამო.
სასამართლომ ნოემბერში, პეკსა და მის მრჩევლებს აუკრძალა, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, იქამდე სანამ, მის წინააღმდეგ საქმეზე განაჩენი დადგება.
პომპეომ პეკის არგუმენტი გაიმეორა, რომ საჭიროა ქმედებები, რათა სააგენტოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები გადაიჭრას და რომ აღმასრულებელი დირექტორი მართალი იყო, როცა „უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის "ჯეი-1" (J-1) ვიზების დაბეჭდვა დაასრულა“.
ასევე ნახეთ: უილიამ ბარნსი, ბაიდენის თქმით, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს უხელმძვანელებსივნისში, გლობალური მედიის სააგენტომ განაცხადა, რომ საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის, სპეციალური ვიზის გაცემას და გაგრძელებას სათითაოდ შეისწავლიდა. შედეგად, ბევრმა ჟურნალისტმა სამსახური და ამერიკაში დარჩენის უფლება დაკარგა, მას შემდეგ რაც პეკმა მათ მიერ ვიზების განახლების მოთხოვნა არ განიხილა.
„ამერიკის ხმის“ 47 რედაქცია, რომლებიც სხვადასხვა ენაზე მაუწყებლობენ, ძალიან ხშირად იმ ჟურნალისტებს ეყრდნობა, რომლებიც არა მხოლოდ საუბრობენ ამ ენებზე, არამედ წარმოშობითაც იმ ქვეყნებიდან არიან და აქვთ უნიკალური ცოდნა იმ რეგიონის შესახებ, რომელსაც აშუქებენ. „ამერიკის ხმა" ვალდებულია დაადასტუროს, როცა „J-1“ ვიზაზე უცხოელი ჟურნალისტი აჰყავს, რომ ამავე პოზიციაზე შესაბამისი უნარების შეერთებული შტატების მოქალაქე არ მოიძებნა.
ამერიკელი კანონმდებლები და უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი, გმობდნენ პეკის მიერ "J-1" ვიზის არგაგრძელების გადაწვეტილებას, იმ მიზეზით, რომ ეს უცხოელ ჟურნალისტებს საფრთხის ქვეშ აგდებს, რადგან მათ მოუწევთ ამერიკისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებში იძულებით დაბრუნება.
ასევე ნახეთ: წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო პროცედურებს იწყებენსაკუთარ გამოსვლაში, პომპეომ გააკრიტიკა მაუწყებლის ჟურნალისტების გუნდი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მისი გამოსვლა პირდაპირ რეჟიმში არ უნდა გადაცემულიყო.
„მთავრობის ანგარიშვალდებულების პროექტის“ მიერ გაგზავნილი მამხილებელთა წერილი, აცხადებდა, რომ სახელმწიფო მდივნის მიმართვის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება, „ამერიკის ხმის“ წესების და პოლიტიკის დარღვევაა.
წერილში ნათქვამი იყო, რომ „სახელმწიფო მდივნის მიმართვის ტრანსლლირება... „ამერიკის ხმის“ გამოყენებაა პროპაგანდის გასავრცელებლად, ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო დღეებში“.
პომპეომ მამხილებელთა წერილი სოციალურ მედიასა და უნივერსიტეტების კამპუსებზე „ცენზურას“ და „პოლიტიკურ კორექტულობას“ შეადარა, როცა ჯგუფები ითხოვენ, რომ მოსაზრებებს, რომლებიც მათთვის ექსტრემალური ან არატოლერანტულია, სივრცე არ მიეცეთ. „ეს მხოლოდ ერთი რამისკენ მიანიშნებს - ავტორიტარიზმისკენ, რომელიც მორალური უმწიკვლოების მოსასხამში იმოსება“ - თქვა პომპეომ.
ასევე ნახეთ: ბაიდენის საიმიგრაციო პოლიტიკა - ანალიტიკოსების მოლოდინებიპომპეოს ვადა, როგორც ამერიკის წამყვანი დიპლომატის, თვის ბოლოსთვის იწურება. არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, მის ჩამნაცვლებლად, სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, ენტონი ბლინკენი შეარჩია. თუ ბლინკენს სენატი დაამტკიცებს, ის თანამდებობას 20 იანვრის შემდეგ დაიკავებს. საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, მაშინ ჯერ კიდევ დემოკრატების კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ მას აირჩევდნენ, ის სააგენტოს ხელმძღვანელს, მაიკლ პეკს თანამდებობიდან გაათავისუფლებდა.