აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის ნონიმანციისთვის იბრძვის, მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ეწვია. პენსმა უკვე გამართა შეხვედრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
„უკრაინაში თავისუფლება იმარჯვებს და ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება, შევინარჩუნოთ რწმენა მამაცი მებრძოლების მიმართ, რომლებიც იცავენ თავისუფლებას და რუსეთის ეგრესიას წინააღმდეგობას უწევენ“ - უთხრა პენსმა ჟურნალისტებს, ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ასევე ნახეთ: პენსი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთო„დარწმუნებული ვარ, მოვა დღე, როცა უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება. თავისუფალი სამყარო არ შეეგუება რუსეთის შეჭრას“ - თქვა პენსმა.
პენსი პირველი რესპუბლიკელია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად იბრძვის და კამპანიის განმავლობაში, პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა.
მაიკ პენსი, ვლადიმირ პუტინის ხმამაღალი კრიტიკოსია და უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. რაც შეეხება, ნომინაციისთვის ბრძოლაში მის კონკურენტს, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ის უარს ამბობს თქვას, რომ მიმდინარე ომში უკრაინის გამარჯვება სურს. ტრამპი აცხადებს, რომ კონფლიქტის რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებით გადაწყვეტა სურს.
რესპუბლიკელთა პრაიმერამდე, რესპუბლიკელებში პენსის რეიტინგი, ტრამპისას 30 ქულით ჩამორჩება.
ნომინაცისთვის მებრძოლი კიდევ ერთი რესპუბლიკელი კანდიდატი, ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უკრაინისთვის გაწეული დახმარების ოდენობას.