საქმეში ჩახედული ორი ადამიანის განცხადებით, კვირას კომპანია “მაიკროსოფტმა” გამოაცხადა, რომ ჩინური ინტერნეტ გიგანტ “ბაიტდენს”-ისგან პოპულარული მოკლე ვიდეო აპლიკაციის, “ტიკ-ტოკის” შესაძენად მოლაპარაკებას გააგრძელებს. იმავდროულად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დათანხმდა, რომ გაყიდვის შესათანხმებლად “ბაიტდენსს” 45 დღე მისცეს.
პრეზიდენტმა ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ "მაიკროსოფტის" მიერ "ტიკ-ტოკის" შეძენის წინააღმდეგი არ იქნება და თუ გაყიდვა არ მოხდება, 15 სექტემბერს ამ აპლიკაციის შეერთებულ შტატებში გამოყენებას აკრძალავს
“მაიკროსოფტმა”, რომელიც მოლაპარაკების დასრულებას 15 სექტემბრისთვის გეგმავს, კომპანიის მთავარ აღმასრულებელ დირექტორ სატია ნადელასა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის საუბრის შემდეგ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია “ტიკ-ტოკის” ამერიკელი მომხმარებლების პირადი ინფორმაციის, შეერთებულ შტატებში გადმოცემას და შენახვას უზრუნველყოფს.
ასევე ნახეთ: "ფეისბუქი" მომხმარებელთა მონაცემების დაუცველობისთვის 5 მლრდ დოლარ ჯარიმას გადაიხდის
“მაიკროსოფტი” პრეზიდენტის შეშფოთებას სრულად იზიარებს და ითვალისწინებს. ის მზად არის შეიძინოს “ტიკ-ტოკი”, რაც უსაფრთხოების სრულად შემოწმების საგანი იქნება და იმ პირობით, რომ შეერთებულ შტატებს, მათ შორის, შეერთებული შტატების ხაზინას, შესაბამის ეკონომიკურ სარგებლობას მოუტანს”, განაცხადა “მაიკროსოფტმა”.
კომპანიამ ასევე თქვა, რომ არ არსებობს იმის უდავო მოლოდინი, რომ შეთანხმებას მიაღწევენ.
“ბაიტდენს” – “მაიკროსოფტის” მოლაპარაკებას, შეერთებულ შტატებში ზედამხედველობას გაუწევს უცხოური ინვესტიციების კომიტეტი, ამერიკული სამთვრობო კომიტეტი, რომელსაც ნებისმიერი შეთანხმების დაბლოკვის უფლება აქვს.
“ბაიტდენსი”, “მაიკროსოფტი” და თეთრი სახლი კომენტარის თხოვნას არ გამოპასუხებიან.
კვირას, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “ფოქს ნიუსს” უთხრა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მალე იმოქმედებს.
“პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა “კმარა” და ჩვენ ამას გამოვასწორებთ. უახლოეს დღეებში ვიმოქმედებთ ეროვნული უსაფრთხოების რისკების იმ ფართო სპექტრთან მიმართებაში, რომელსაც ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს”, თქვა პომპეომ.
ასევე ნახეთ: რატომ უნდა უთხრათ უარი Tik Tok-ს?გასულ უქმეებზე რამდენიმე რესპუბლიკელმა სენატორმა თქვა, რომ მხარს უჭერენ “ბაიტდენს”- ისთვის განკუთვნილ გეგმას, შეერთებულ შტატებში “ტიკ-ტოკის” ოპერაციების გაყიდვის შესახებ.
ტეხასელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კორნინმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა, რომ გაყიდვა “და ამერიკული კომპანიის მიერ შესყიდვა, ორივე მხარისთვის მომგებიანია”.
რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ ვიკერმა, რომელიც ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარეა, დაამატა, რომ “საჭიროა ნებისმიერი შეთანხმების ნაწილი იყოს უსაფრთხოების ზომები, რათა დაცული იყოს მომხმარებლების მონაცემები და უცხოური წვდომის არდაშვების უზრუნველყოფა მოხდეს.”
რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ “ტვიტერზე” თქვა: “თუ შესაძლებელია კომპანია და მონაცემთა ბაზა, სანდო ამერიკულმა კომპანიამ შეძინოს და საიმედოდ შეინახოს, ეს დადებითი და მისაღები გამოსავალი იქნებოდა”.
შაბათს, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა თქვა, “ტიკ-ტოკ”-თან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე საუკეთესო პასუხი იქნებოდა “ამერიკულ კომპანიას, როგორიცაა “მაიკროსოფტი”, “ტიკ-ტოკი” შეეძინა. ორივე მხარე მოგებული იქნება. კონკურენცია შენარჩუნდება და მონაცემთა ბაზა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელში არ იქნება”.
ასევე ნახეთ: ჩინეთმა TikTok შესაძლოა არჩევნებში ჩასარევად გამოიყენოს - რესპუბლიკელი სენატორები
“ტიკ-ტოკი” აცხადებს, რომ მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვას დიდ ყურადღებას უთმობენ და სისტემას უწყვეტად აუმჯობესებენ. კომპანია ასევე აცხადებს, რომ ჩინეთის ხელისუფლებასთან არ არის დაკავშირებული. თუმცა ჩინეთში არსებული ყოვლისმომცველი ცენზურის და უმკაცრესი კონტროლის გათვალისწინებით, ამის დაჯერება შეუძლებელია.
“ტიკ-ტოკმა”, დამაჯერებლობისთვის, აღმასრულებელ დირექტორად და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად ამერიკელები დანიშნა, მაგრამ საქმეში ჩახედული სპეციალისტების აზრით, კომპანიას და შესაბამისად, მონაცემთა ბაზას სხვა პირები მართავენ.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას კიბერ-დანაშაულის გამო სანქციებს უწერებს
ჩინურ აპლიკაციას თქვენს ტელეფონში შენახულ ნებისმიერ ინფორმაციაზე წვდომა ეძლევა, ამასთან ერთად, მიყურადების და თქვენი ადგილმდებარეობის რეალურ დროში განსაზღვრის ტექნიკური საშუალება აქვს. უამრავი ადამიანის პირადი მონაცემები უკანონოდ იქნა მითვისებული. ჩინეთის ხელისუფლებას კი ამ ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა აქვს.