მიჩიგანის შტატის ყველაზე დიდი საგრაფოს საარჩევნო კომისიაში რესპუბლიკელებმა შედეგების სერტიფიცირება დაბლოკეს. კომისიის კენჭისყრაში ორი დემოკრატი და ორი რესპუბლიკელი მონაწილეობდა. რესპუბლიკელებმა არჩევნების შედეგები არ დაამტკიცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შტატში ჯო ბაიდენის ოფიციალურად გამარჯვებულად გამოცხადება დროებით შეჩერდება.
ასევე ნახეთ: სახ. დეპარტამენტი: ცესკოს მიერ პროცესების არაგამჭვირვალედ წარმართვამ ეჭვი გაზარდა
ამ ნაბიჯის პრაქტიკული შედეგი ის იქნება, რომ ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადება დაყოვნდება. არაოფიციალური მონაცემებით ცნობილია, რომ ბაიდენმა მიჩიგანის შტატში ტრამპთან შედარებით 146 ათასი ხმით მეტი მოიპოვა. უეინის საგრაფოში არჩევნების შედეგების სერტიფიცირება პრეზიდენტ ტრამპის პოზიციებს ამყარებს.
ამასთან ერთად, მიჩიგანის მაგალითზე, რესპუბლიკელებმა შესაძლოა სხვა შტატებშიც გადადგან მსგავსი ნაბიჯი და არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადება დაბლოკონ საარჩევნო კოლეგიის საბოლოო შეკრებამდე. კოლეგიამ 14 დეკემბერს უნდა გამოაცხადოს არჩევნების ოფიციალური შედეგები.
ასევე ნახეთ: ტრამპის მთავარი მრჩეველი: ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში მშვიდობიანი გადაბარება მოხდებამიჩიგანის რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო საბჭოს წარმომადგენელი მონიკა პლამერი ამბობს, რომ ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების რაოდენობა და ადგილზე აღრიცხული მაჩვენებლები ერთმანეთს არ ემთხვევა. მისი დემოკრატი კოლეგა ჯონათან კინლოკი კი ამბობს, რომ არჩევნების შედეგების სერტიფიცირებაზე უარის თქმა „დაუდევარი და უპასუხისმგებლო“ ნაბიჯია.
ქალაქ დეტროიტის საარჩევნო უბანზე პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლის დროს მათი გაყალბება მოხდა. თუმცა, მოსამართლეებმა, რომლებმაც სარჩელები განიხილეს, თქვეს, რომ არ არსებობს გაყალბების მტკიცებულებები.