მექსიკის ერთ-ერთი შტატის გუბერნატორი, რომელსაც ჟურნალისტის წამების განკარგულების გაცემაში ედება ბრალი, სასამართლოს წინაშე წარსდგა. გამომძიებელი ჟურნალისტი მას ბრალს სდებდა პედოფილიაში და სხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში.
ასევე ნახეთ: უფლებადამცველები რუსეთში "უცხოეთის აგენტიების სიაზე” შეშფოთებას გამოხატავენმარიო მარტინი შტატ პუებლას გუბერნატორი 2005-2011 წლებში იყო. სასამართლო პროცესის განმავლობაში მან შინა-პატიმრობა მოითხოვა იმ მიზეზით, რომ ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო ეშინია, რომ ციხეში შესაძლოა კოვიდ-19 გადაედოს. მოსამართლე ამ მოთხოვნაზე გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს. 66 წლის ყოფილი გუბერნატორი ახლა ციხეში იმყოფება.
გამომძიებელმა ჟურნალისტმა ლიდია კაჩომ 2005 წელს საკუთარ წიგნში "ედემის დემონები" მარტინი და რამდენიმე მექსიკელი ბიზნესმენი ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარებაში დაადანაშაულა.
იმავე წელს კაჩო ცილისწამების ბრალდებით დააკავეს თუმცა მალევე გაათავისუფლეს. როგორც თვითონ ამბობს, გუბერნატორის ბრძანებით, ის დაკავებისას და მოგვიანებით აწამეს და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოაქციეს.