კომპანია „მეტას“ სოციალური მედიის პლატფორმები შეფერხებებით მუშაობს და მილიონობით მომხმარებელი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ შესვლას ვერ ახერხებს. შეფერხების მიზეზი ამ დროისთვის ცნობილი არ არის, კომპანიას და მის წარმომადგენლებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
პრობლემა "მეტას" პლატფორმებზე, ნიუ-იორკის დროით დილის 10:00 საათზე დაიწყო. „თქვენი ფასვორდი არასწორია“ - ეს შეტყობინება მიიღეს „ფეისბუქის“ მომხმარებლებმა და მას შემდეგ ისინი ვერ ახერხებენ საკუთარ გვერდებზე წვდომა.
შეფერხებით მუშაობს „ინსტაგრამიც“, თუმცა აქ განსხვავებული პრობლემა ფიქსირდება. არცერთ მომხმარებელს არ აქვს პრობლემა შევიდეს პლატფორმაზე, თუმცა კონტენტი არ იხსნება ან ახლდება.
„მეტას“ პლატფრმების გავლით შეზღუდულია როგორც ტექსტური გზავნილების, ასევე ვიდეოზარების განხორციელება,
მსგავსი პრობლემებია „ფეისბუქ“ მესენჯერში და „ვოთსაფშიც“, შესაბამისად, მომხმარებლებს არ შეუძლიათ აუდიო და ვიდეოზარების განხორციელება, ან ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
„დაუნდეტექტორის“ ინფორმაციით, პრობლემა გლობალურია. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, „დაუნდეტექტორის“ მონაცემებით, მეტასთან დაკავშირებულ პლატფორმებს, „ფეისბუქს“ და „ინსტაგრამს“ სულ ცოტა ნახევარი მილიონი ადამიანი ვერ იყენებს.