რუსეთი და მისი პრეზიდენტი “ჩვენს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევაა”, დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოზე” უფრო მეტი, თქვა ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა. რუსეთი შეეცადა “დაენგრია ჩვენი დემოკრატიის მთავარი ფუნდამენტი”, როცა საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადა - განაცხადა გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ორშაბათს, ავსტრალიაში ვიზიტის დროს ავსტრალიის სამაუწყებლო კომპანიასთან ინტერვიუში.
დღეს ამერიკაში რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის რუსეთთან შესაძლო კავშირების თაობაზე. ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ყურადღების ცენტრში დონალდ ტრამპის სიძე და პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, 36 წლის ჯარედ კუშნერი მოექცა. გამოძიება არკვევს, მართლაც ცდილობდა თუ არა კუშნერი საპრეზიდენტო ინაუგურაციის წინ რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან საიდუმლო კავშირების დამყარებას და რა მიზნით.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან დაკავშირებით მისი საარჩევნო კამპანიის წინაშე წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. “ჯარედი ქვეყნისთვის დიდ საქმეს აკეთებს… მე მას სრულად ვენდობი” - უთხრა ტრამპმა კვირას “ნიუ-იორკ თაიმსს”.