მალაიზია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პოზიციებს იმაგრებს

მალაიზიის ახალი პრემიერ მინისტრი, სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე თავისი ქვეყნის პრეტენზიების საკითხისადმი უფრო თამამი მიდგომის ნიშნებს ავლენს.

ამჟამად, სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე კონტროლს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტად პეკინი ავრცელებს.

მალაიზიის ახალ პრემიერ მინისტრ მაჰათირ მოჰამადმა ჰონგ-კონგის გამოცემა „სამხრეთ ჩინეთის მონიტორინგის პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ სურს მალაიზიამ შეინარჩუნოს კონტროლი ხუთ კუნძულზე, რომელსაც ამჟამად მართავს. მან იმედი გამოთქვა, რომ ზღვის ამ ნაწილზე პრეტენზიების მქონე ქვეყნები სადავო წყლებიდან სამხედრო ხომალდებს გაიყვანენ, რათა რეგიონში დაძაბულობა შემცირდეს.