ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ამერიკაში დროებითი სატარიფო შეღავათით ისარგებლებს


ჩინეთი იმ ქვეყნების სიაშია, რომლებიც ალუმინზე და ფოლადზე პრეზიდენტ ტრამპის დადგენილი ტარიფებისგან დროებითი შეღავათით ისარგებლებს. ამ ქვეყნებს შორის არიან ასევე არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, მექსიკა, სამხრეთ კორეა და ევროკავშირის ქვეყნები.

ჩინეთმა პარასკევს განაცხადა, რომ საპასუხოდ მათ შესაძლოა ამერიკულ ნაწარმზე, მათ შორის ღორის ხორცზე, ვაშლსა და ფოლადის მილებზე ტარიფები დააწესონ. მარტის თვის დასაწყისში, პრეზიდენტმა ტრამპმა ფოლადის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა, ხოლო ალუმინზე 10%-ი. ჩინეთის ელჩი ამერიკაში აცხადებს, რომ სავაჭრო ომებში ვერცერთი მხარე ვერ გაიმარჯვებს.

ხუთშაბათს პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ ფოლადის და ალუმინის ნაწარმის იმპორტი ამერიკაში „იმხელა რაოდენობით და ისეთ გარემოებებში ხდება, რომ ამას შეუძლია ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას ავნოს“.

პრეზიდენტი პირველ მაისს გადაწყვეტს დატოვოს თუ არა სატარიფო შეღავათები ძალაში, მას შემდეგ რაც ის სხვადასხვა ქვეყნებთან ამ საკითხს განიხილავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG