საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს განაცხადა, რომ ემხრობა ახალი ტიპის „ევროპის პოლიტიკურ ერთობას“ რაც საშუალებას მისცემს ევროკავშირის გარეთ მყოფს ქვეყნებს, მათ შორის უკრაინას და დიდ ბრიტანეთს, შეუერთდნენ გაერთიანებას ერთიანი „ევროპული ღირებულებებით“.
ევროპარლამენტში საუბრისას, მაკრონმა თქვა, რომ მისი არჩევა მიანიშნებს, რომ ფრანგებს მეტი ევროპული ჩართულობა სურთ. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ფიქრობს, უკრაინის მისწრაფებას გაერთიანდეს ევროკავშირში წლები დასჭირდება.
ასევე ნახეთ: რუსეთი: მოლაპარაკებები უკრაინასთან გრძელდება, თუმცა პირისპირ შესახვედრად მზად არ ვართ„უკრაინა მისი ბრძოლით და თავდადებით უკვე ნამდვილი ნაწილია ჩვენი ევროპის, ჩვენი ოჯახის, ჩვენი კავშირის“, - თქვა მაკრონმა.
„თუ ხვალვე მივცემთ კანდიდატის სტატუს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ პროცესს გაწევრიანების რამდენიმე წელი დასჭირდება, რამდენიმე ათწლეული“, - განაცხადა მაკრონმა.
მაკრონი გამოვიდა წინადადებით, შეიქმნას პარალელური ერთობა, რომელიც იმ ქვეყნებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. მაკრონი მსგავსი ერთობის ნაწილად დიდ ბრიტანეთსაც მოიაზრებს.
ასევე ნახეთ: "უკრაინა ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის" - ბონო კიევშიმაკრონმა განაცხადა, რომ „ევროპის პოლიტიკური ერთობა“ ისეთი ქვეყნებისთვის იქნებოდა ღია, რომლებიც მის პრინციპებს იზიარებენ და იცავენ ისეთი კუთხით, როგორიცაა პოლიტიკური თანამშრომლობა, უსაფრთხოება, ენერგო თუ სატრანსპორტო მიმართულება.
„მასში გაწევრიანება ევროკავშირის წევრობის წინაპირობა არ იქნებოდა“, - თქვა მან. „და არ იქნებოდა დახურული მათთვის, ვინც [ევროკავშირი] დატოვა“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.