ლიბიის მეორე უდიდეს ქალაქ ბენღაზიში მომხდარ აფეთქებაში მსხვერპლია. ოფიციალური წყაროების მიხედვით, არიან დაჭრილები და დაღუპულია სულ ცოტა, 7 ადამიანი.
მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ქალაქის ყველაზე დიდ სასტუმრო "ტიბესტის" მახლობლად ხუთშაბათს საღამოს აფეთქდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ქალაქს ლიბიის ეროვნული არმია აკონტროლებს, რომელიც დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" ებრძვის.