ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასში კიდევ ერთი ასაფეთქებელი პაკეტი აღმოაჩინეს


ტეხასის შტატის დედაქალაქი ამ თვეში მომხდარმა რამდენიმე აფეთქებამ შეძრა. ორ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.

შაბათს, ოსტინში მეოთხე აფეთქება სიკვდილით არ დასრულდა, მაგრამ ორი ადამიანი დაშავდა.

ყველა აფეთქება, ასაფეთებელი პაკეტებით მოხდა. პირველი სამი ბომბის დეტონაცია მაშინ მოხდა, როდესაც მსხვერპლებმა მათი ხელში აღება სცადეს.

თუმცა ოსტინის პოლიციის უფროსმა ბრაიან მანლიმ თქვა, რომ შესაძლოა დეტონაცია გაჭიმული ზონრის მეშვეობით მომხდარიყო.

მანლიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ არანაირ პაკეტს, ან პაკეტის მაგვარს არ შეეხონ და ახლოც არ მივიდნენ.

პოლიციის უფროსმა თქვა, რომ აფეთქებების მიზნის გარკვევას ცდილობენ და შესაძლო, სიძულვილის დანაშაულსაც განიხილავენ. პირველმა სამმა აფეთქებამ ორი აფრო-ამერიკელი მამაკაცი მოკლა და ერთი 75 წლის ლათინური წარმოშობის ქალი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG