ამერიკის თავდაცვის მიდვანი ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა, ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონი ავრცელებს. განცხადებაში რომელიც თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, წერია, რომ ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგას ოლექსი რეზნიკოვს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.
„[თავდაცვის მდივანმა] დაადასტურა აშშ-ის ურყევი ვალდებულება მხარი დაუჭიროს უკრაინას და მის უნარს, დაუპირისპირდეს რუსეთის აგრესიას. მდივანმა ოსტინმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის გაძლიერებაში, რათა უკრაინამ შეძლოს დაიცვას თავი,“- წერია განცხადებაში, რომელსაც პენტაგონი აქვეყნებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ლოიდ ოსტინმა და ოლექსი რეზნიკოვმა სატელეფონო საუბრის დროს პირობა დადეს, რომ პირდაპირ და მჭიდრო კავშირს შეინარჩუნებენ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრამდე, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ესაუბრა. ვრცლად იხილეთ აქ.