ლინკევიჩიუსი: საქართველო უვიზო რეჟიმს შემოდგომაზე მიიღებს

ლინას ლინკევიჩიუსი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ საქართველო უვიზო რეჟიმს იმსახურებს. ის ამბობს, რომ ქვეყანა რეფორმების პროცესს წარმატებით ახორციელებს და ამ ძალისხმევის დადებითი შედეგებს მალე დაინახავს. „ამერიკის ხმის“ რუსული განყოფილება ვაშინგტონში ლინას ლინკევიჩიუსს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაზე და მის შედეგებზეც ესაუბრა.

მე მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მიღწევებს რეფორმების ჩატარების და ეგრეთ წოდებული, საშინაო დავალების შესრულების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იმსახურებს უვიზო რეჟიმის მიღებას.
ლინას ლინკევიჩიუსი

ლინკევიჩიუსი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას შემოდგომაზე მიიღებს. ის ასევე ამბობს, რომ საქართველო ამ პროცესის მალე დასრულებას იმსახურებს, თუმცა ფორმალური პროცესის დასასრულებლად ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას შორის კონსესუსი აუცილებელია.

"მე მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მიღწევებს რეფორმების ჩატარების და ეგრეთ წოდებული, საშინაო დავალების შესრულების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იმსახურებს უვიზო რეჟიმის მიღებას. ამის შესახებ კომისიამაც გააკეთა პოლიტიკური განცხადება." ამბობს მინისტრი.

მისივე თქმთ, გამორიცხული არ არის, რომ შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. "შეიძლება შეთანხმებაში საჭირო გახდეს გარკვეული უსაფრთხოების ზომების ჩადება. ვფიქრობ შემოდგომის დასაწყისისთვის ამ პროცესს დავასრულებთ და მათ მიეცემათ ბოლომდე დამსახურებული უვიზო რეჟიმი."

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ ანტი-დასავლური შეხედულებების მქონე პოლიტიკურ თუ ანალიტიკურ წრეებში წამოჭრა დისკუსია იმაზე, არის თუ არა ევროკავშირი წარუმატებელი ევროპული პროექტი. ლინკევიჩიუსი შეხედულებას, რომ ევროპული პროექტი ნგრევით დამთავრდა, არ ეთანხმება. ის ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშრიდან გასვლამ, როგორც ეკონომიკური ბლოკი, ასევე სამეფოც დაასუსტა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას რაიმე ზიანი მიადგა.

"არაფერი არის გარანტირებული და ნებისმიერი პროექტის წარმატება ძალისხმევას და შრომას მოითხოვს," ამბობს ლიტველი დიპლომატი. "დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა "სტრესის ტესტია." გაერთიანებული სამეფოს გარეშე ევროკავშირი უდავოდ დასუსტდედბა. ჩვენ მობილიზება უნდა გავაკეთოთ და გავაგრძელოთ წინსვლა. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამას არანაირი გავლენა არ ექნება რეგიონზე."

მინისტრი ამ მოსაზრებას იმით ხსნის, რომ "დიდი ბრიტანეთი ნატოს წევრად რჩება და ინტენსიურად ემზადება ვარშავის სამიტისთვის. მე ვერ ვხედავ როგორ შეიძლება აისახოს "ბრექსიტი" კონტინენტის უსაფრთხოებაზე."

ლინკევიჩიუსს მიაჩნია, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ირიბად მთელს მსოფლიოზე აისახება, თუმცა ეს არ ნიშნავს რაღაცის ნგრევას. ის ამბობს, რომ თუ პროცესებს პასიურად დავაკვირდით მაშინ დამანგრეველი შედეგები შეიძლება დადგეს, მაგრამ თუ ევროპა აქტიურად გააგრძელებს თანიმდევრულ, პრაგმატულ და რეალისტურ პოლიტიკას, ამ გამოწვევასაც დასძლევს.