მიუხედავად იმისა, რომ არჩევენების შედეგები ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, ლიბიელები გამარჯვებას უკვე ზეიმობენ.
შაბათს ტრიპოლიში საარჩვენო უბნებზე მოსახლეობის რიგები დადგა. ლიბიის ისტორიაში 60 წლის განმავლობაში პირველად მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა.
საარჩევნო კომისიის განცხადებით, ლიბიის არჩევენებზე მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი მივიდა ხმის მისაცემად. დედაქალქის ზოგიერთ უბანში მოსახლეობა საარჩევნო უბენბის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე მივიდა. კადაფის დიტქატორული რეჟიმის შემდეგ ლიბიელები ახალი ქვეყნის შენებისთვის მზად არიან.
არჩევნების პროცესი ორგანიზებულად და მშვიდობიან გარემოში ჩატარდა. ეროვნული ასამბლეის 200 წევრის ასარჩევად სამმა მილიონმა ლიბიელმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ასამბლეა ერთი წლის განამვლობაში დროებითი მთავრობის როლს შეასრულებს, რის შემდეგაც ლიბიაში ახალი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
ლიბიის არჩევენებზე მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი მივიდა ხმის მისაცემად