ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში 4 დაკავებული გაათავისუფლეს


საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს 4 ოფიციალურ პირს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი

ლიბიის მთავრობამ გაათავისუფლა საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს 4 ოფიციალური პირი, რომლებიც ერთი თვის განმავლობში დაკავებული ჰყავდათ.

მათ ციხეში მყოფი მუამარ კადაფის შვილისთვის დოკუმენტაციის მიწოდება ედებოდათ ბრალად. კრიმინალური სასამართლოს პრეზიდენტმა სანგ ჰინ სონგმა ბოდიში მოიხადა ლიბიის მთავრობის წინაშე, განაცხადა რა, რომ მის ოთხ თანამშრომელს არც კი უფიქრია ამით ლიბიის უსაფრთხოება შეელახა. ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას წარმოადგენდა ეს საბუთები არ გამჟღავნებულა. თუმცა ლიბიის მთავრობამ დაკავებულები ჯაშუშობაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG