ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავთობზე ფასები დაეცა



ციმბირის ერთ-ერთ რაიონში, ხანტი-მანსიინსკში რუსეთის მოქმედი ნავთობის საბადოების 70 პროცენტია განთავსებული.
ბოლო კვირის მონაცემებით ნავთობზე ფასები საგრძნობლად დაეცა
რუსეთი ყოველ დღე დაახლოებით 10 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს გამოიმუშავებს. სტეფან ტინდეილი ევროპული რეფორმების ცენტრში ენერგეტიკის სპეციალისტია:

“რუსეთის სახელწმიფო შემოსავლის თითქმის ნახევარს, სწორედ ნავთობისა და გაზის ექსპორტზე დაწესებული გადასახადები შეადგენს.”
ექსპერტი ტინდეილი ასევე აღნიშნავს რომ რუსეთსი არსებული ეკონომიკური პრობლემები ასევე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ნავთობის ფასებზეც.
ბოლო კვირის მონაცემებით, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა; თუ გაზაფხულზე მისი ღირებულება ერთ ბარელზე 125 დოლარს შეადგენდა, ივნისის თვეში ფასი 100 დოლარს გაუტოლდა. აღნიშნულთან დაკავშირებით “ჩათამ ჰაუზის” ექსპერტი პოლ სტივენსი ამბობს:
“ნავთობზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება. მომარაგების საკითხებში გარკვეული წინააღმდეგობები შეინიშნებოდა, ასევე დანაკარგები გვქონდა სირიაში, იემენსა და სამხრეთ სუდანში; ამასთან, ლიბია კვლავ ბაზრის გარეთაა დარჩენილი.”
სწორედ ამიტომ, ნავთობზე მოთხოვნა ამჟამად საგრძნობლადაა დავარდნილი, რაც ერთგვარად ცუდ ვითარებაში აყენებს რუსეთსაც.
პარალელურად, ერაყმა აპრილის თვეში ნავთობის მოპოვების ახალი ჭაბურღილი ქურნას დასავლეთ ნაწილში გახსნა, და პარტნიორობა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს კომპანია “ლუკოილთან” უკვე დაამყარა.
ექსპერტების შეფასებით, მსგავსი განვითარება, მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე ზეგავლენას მოახდენს:
“ნაწილობრივ გამოსწორდა მომარაგების საშუალებები, რადგან “ოპეკის” წევრებმა, განსაკუთრებით საუდის არაბეთმა წარმოება გაზარდა, მაშინ როცა ემბარგოს გამო, ირანში ის შემცირდა,-” დასძენს პოლ სტივენსი, “ჩათამ ჰაუზიდან.”
მიუხედავად ამისა, ცვლილებები ნავთობის მოპოვების საკითხში შესაძლოა კვლავ მოხდეს და უფრო სავალალო შედეგის მომტანი იყოს, იმ შემთხვევაში თუ კი ისრაელი ირანზე თავდასხმას განახორციელებს.
XS
SM
MD
LG