ნიუ-იორკის გუბერნატორს შტატის კონგრესმა მტკიცებულების წარსადგენად ვადა მისცა

შტატის კონგრესმა ნიუ-იორკის გუბერნატორს 13 აგვისტომდე მისცა ვადა დამატებითი მტკიცებულებების წარმოსადგენად. შტატის საკანონმდებლო ორგანო ენდრიუ კუომოს წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებებს იძიებს. ეს პროცესი ნიუ-იორკის შტატის კონგრესში, სავარაუდოდ, საიმპიჩმენტო მოსმენებით დამთავრდება.

ასევე ნახეთ: „ვფიქრობ, ის უნდა გადადგეს,“- ჯო ბაიდენი  კუომოზე 

მარტის შემდეგ შტატის კონგრესის იურიდიული კომიტეტი ცდილობს იმის დადგენას, არსებობს თუ არა იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისთვის საფუძველი. დემოკრატ გუბერნატორს ბრალი ედება სექსუალურ შევიწროებაში, შტატის მოსახლეობის მოხუცებულთა სახლებში კოვიდ-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შეყვანასა და 5 მილიონი დოლარის ოდენობის წიგნის კონტრაქტის შესასრულებლად, თანამშრომლებისა და შტატის რესურსის გამოყენებაში.