ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ინდუსტრიას მეტი ელექტრო ავტომობილის წარმოებას სთხოვს


უნდა "ვიმოქმედოთ სწრაფად" იმისთვის, რომ მსოფლიოში ავტოწარმოების მიმართულებით ლიდერად მომავალში ამერიკა ჩამოყალიბდეს. ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 5 აგვისტოს გააკეთა. მან პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია ავტოინდუსტრიას დახმარებას გაუწევს იმისთვის, რომ ათწლეულის ბოლოს, ქვეყანაში გაყიდული მანქანების ნახევარი ელექტრო ძრავაზე მომუშავე ავტომობილი იყოს.

ბაიდენს ასევე სურს, ავტომობილების მწარმოებლებმა საწვავზე მომუშავე მანქანების ძრავები გააუმჯობესონ იმისთვის, რომ მათ ნაკლები საწვავი მოიხმარონ და შესაბამისად, მანქანების გამონაბოლქვი მნიშვნელოვნად შეამცირონ. ამ მიზნის მისაღწევად პრეზიდენტმა ინდუსტრიას 2026 წლის მოდელების გამოშვებამდე დაუსახა ვადა.

ამ ამოცანის შესრულება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ბაიდენის ადმინისტრაციისთვის პრეზიდენტის პირობის შესრულების თვალსაზრისით, რომელიც ქვეყანაში გამონაბოლქვის შემცირებას და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG