ლატვიის პრემიერი თანამდებობას ტოვებს

ორშაბათს, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მიზეზი მისი კოალიციური მთავრობის შიგნით არსებული უთანხმოებაა.

"ამ ხუთშაბათს მე წარვუდგენ პრეზიდენტს ჩემი და ამ კაბინეტის გადადგომის განაცხადს", - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. ლატვია ევროკავშირისა და ნატოს წევრებს შორის წამყვან ხმად მიიჩნევა, რათა მათ გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო.

კარინის მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ „ახალი ერთობა“, არჩევნებში 2022 წლის ოქტომბერში გაიმარჯვა და პარლამენტში, 100 ადგილიდან, 26 მოიპოვა. ლატვიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, შვიდი პარტიაა წარმოდგენილი.

ასევე ნახეთ: ედგარს რინკევიჩი ლატვიის პრეზიდენტად აირჩიეს

მან კოალიციური პარტნიორები დაადანაშაულა, რომლებიც, მისი განცხადებით, „ კეთილდღეობისა და ეკონომიკური ზრდისთვის წამოყენებულ წინადადებებს ბლოკავენ."

კარინსის პარტია 1,9 მილიონიან ქვეყანას, კონსერვატიული ეროვნული ალიანსისა და პატარა პარტიების ერთიანი სიის მხარდაჭერით მართავდა, რაც მას მცირედ საპარლამენტო უმრავლესობას ანიჭებდა.

მაგრამ, კოალიციასთან ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მათ მაისში საპრეზიდენტო არჩევნებში ერთობლივი კანდიდატი ვერ დაასახელეს.

პარასკევს, კარინსი უშედეგოდ ეცადა, რომ მეტი პარტია ჩაერთო მის კოალიციაში. მათ შორის, მოლაპარაკებები გამართა მემარცხენე პროგრესულ პარტიასა და მწვანეთა და ფერმერთა კავშირთან. ასევე, კონსერვატიული ჯგუფების კოალიციასთან, რომელსაც სათავეში, კორუფციის გამო ამერიკის მიერ სანქცირებული, საპორტო ქალაქ ვენტსპილსის მერი, აივარს ლემბერგი უდგას.

ასევე ნახეთ: რინკევიჩი საქართველოს: უნდა გადაწყვიტოთ ისტორიის რომელ მხარეს დგახართ

კარინის „ახალი ერთობის“ პარტია გეგმავს ოთხშაბათს ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელოს.

ახალი პრემიერისთვის მანდატის მინიჭებაზე პასუხისმგებლობა, პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს ეკისრება.

ლატვიის შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2026 წელს არის დაგეგმილი.