ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული საფრთხე რეგიონში მზარდია - ესტონეთის დაზვერვის ანგარიში


ესტონეთის დროშა მდინარე ნარვაზე, რუსეთის საზღვრის მახლობლად
ესტონეთის დროშა მდინარე ნარვაზე, რუსეთის საზღვრის მახლობლად

უცხოეთის დაზვერვის სამსახურების ანგარიშში, რომელიც ესტონეთმა დღეს, 8 თებერვალს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, რუსეთისგან ბალტიისპირეთის რეგიონზე ჯერ კიდევ არსებობს "სარწმუნო სამხედრო ზეწოლა" და შესაბამისად, უსაფრთხოების რისკი საშუალო მაჩვენებელზეა აწეული.

ნატოს და ევროკავშირის წევრ ბალტიისპირეთის ქვეყნებში - ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია - თავდაცვის ხარჯები მკვეთრად გაზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთი 2014 წელს უკრაინაში შეიჭრა და ყირიმი დაიპყრო, 2022-ში კი - უკრაინაზე მსხვილმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, მოსალოდნელი არ არის "სამხედრო იერიში ესტონეთის წინააღმდეგ 2023 წელს", თუმცა "საშუალოდან გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთის აგრესიამ და საგარეო პოლიტიკურმა ამბიციებმა, მნიშვნელოვნად გაზარდა უსაფრთხოების რისკები" - ნათქვამია ახალ ანგარიშში.

ესტონეთის დაზვერვის სამსახურები დარწმუნებული არიან იმაში, რომ რუსეთი უკრაინაში ომს 2023 წელსაც გააგრძელებს. ანგარიშის მიხედვით, კრემლი შეეცდება კიევი და მისი დასავლელი პარტნიორები მაქსიმალურად დაღალოს და დანებება აიძულოს, თუმცა სავარაუდოდ, ამ კონფლიქტში ბირთვულ იარაღს ის არ გამოიყენებს. ესტონეთი ასევე დარწმუნებულია იმაში, რომ ვლადიმირ პუტინის მთავრობა ძალაუფლებას ჯერ კიდევ შეინარჩუნებს და ნებისმიერი ცვლილება დიდი ალბათობით, მაინც არადემოკრატიული იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG