ლატვიამ და ესტონეთმა გამოაცხადეს გადაწყვეტილების შესახებ, არა ევროკავშირის სახელმწიფოებიდან, ქვეყანაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანების შესვლა აკრძალონ. ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლაური ლაანემეცმა განაცხადა, რომ 13 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება თანხვედრაშია ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან, რომელიც ხუთი დღით ადრე იქნა მიღებული. გადაწყვეტილების თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსეთზე დაწესებული სანქციების ფარგლებში, რუსეთში დარეგისტრირებულ ავტომანქანებს ევროკავშირში შესვლა ეკრძალება. მსგავსი განცხადება ლიეტუვის ხელისუფლებამ უკვე გააკეთა.
ასევე ნახეთ: აშშ მზად არის დაიცვას ბალტიისპირელი მოკავშირეები, ამბობს თავდაცვის მდივანიშეზღუდვა რუსეთში რეგისტრირებული ავტომანქანების ყველა მფლობელს ეხება, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მუდმივი მცხოვრების სტატუსის მქონე პირებს.