ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ინცინდენტის შემთხვევაში, ბელარუსთან საზღვარს ჩავკეტავენ


პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ბელორუსთან საზღვრებს მთლიანად ჩაკეტავენ, თუკი „კრიტიკული ინციდენტი“ მოხდება "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლების მონაწილეობით. ინფორმაცია ამის შესახებ, ორშაბათს, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელა.

ევროკავშირისა და ნატოს წევრები ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი, რომლებსაც ბელარუსთან აქვთ საზღვარი, სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებულნი საზღვრის უსაფრთხოებაზე მას შემდეგ, რაც ასობით "ვაგნერელი" ჩავიდა ბელარუსში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიწვევით.

ბოლო თვეებში ბალტიისპირა ქვეყნებში ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრანტების რაოდენობის ზრდასაც უჩივიან და ამის ხელშეწყობაში ბელარუსს ადანაშაულებენ.

„ჩვენ მოვითხოვთ მინსკის ხელისუფლებისგან, რომ "ვაგნერის" ჯგუფმა დაუყოვნებლივ დატოვოს ბელარუსის ტერიტორია, ხოლო უკანონო მიგრანტებმა დაუყოვნებლივ დატოვონ სასაზღვრო ტერიტორია და დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში“, - თქვა მარიუშ კამინსკიმ თავის ლიეტუველ, ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

"თუ იქნება კრიტიკული ინციდენტი, მიუხედავად იმისა, იქნება ეს პოლონეთისა თუ ლიეტუვის საზღვარზე, ჩვენ დაუყოვნებლივ ვუპასუხებთ ქმედებას. ყველა სასაზღვრო გასასვლელი, რომელიც აქამდე ღიაა, დაიხურება", - განაცხადა მან.

ბელარუსის ხელისუფლებას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით პასუხის მედიასთან ჯერ არ გაუცია.

XS
SM
MD
LG