რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფ „ვაგნერთან“ დაკავშირებული სოციალური მედიის არხების ინფორმაციით, ჯგუფის ერთ-ერთი ქვედანაყოფის მთავარი მებრძოლი, უკრაინის მოთხოვნით, ფინეთში დააკავეს.
„ვაგნერის“ არხების მიერ გავრცელებული ცნობით, დაკავებული დაჯგუფების ერთ-ერთი დანაყოფის დამფუძნებელი და წევრი, იან პეტროვსკია. გასული წლიდან, პეტროვსკი ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერაა სანქცირებული.
დაჯგუფებასთან დაკავშირებულ „ტელეგრამის“ არხზე ნათქვამია, რომ პეტროვსკი, რომელიც უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა, ფინეთში ერთი თვის წინ დააკავეს და ახლა, შესაძლოა, მისი ექსტრადიცია უკრაინაში განხორციელდეს.
მიიჩნევა, რომ „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი და რამდენიმე სხვა წამყვანი ფიგურა, ამ კვირაში, ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. თუმცა, კრემლს ეს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
ჰელსინკის მახლობლად მდებარე ვანტაას რაიონული სასამართლო, ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს მოთხოვნით, სავარაუდოდ, პეტროვსკის პატიმრობას გაახანგრძლივებს პარასკევს შუადღისას, განაცხადა სასამართლოს წარმომადგენელმა.
ბიურო მოითხოვდა პეტროვსკის დაკავებას, რომელიც ასევე იყენებს სახელს ვოისლავ ტორდენს, ტერორისტული ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობისა და ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე, თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
გავრცელებულ ცნობებზე კიევს კომენტარი არ გაუკეთებია.