75 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკასა და ისერაელს შორის ყველაზე მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნები გაიმართა. წვრთნებში "ჯუნიპერის მუხა" (Juniper Oak) სხვადასხვა ტიპის შეიარაღება იყო გამოყენებული და მასში ჩართული იყო 6 400-ზე მეტი ამერიკელი და 1 500-ზე მეტი ისრაელელი სამხედრო მოსამსახურე პირი.
ასევე ნახეთ: საპროტესტო დემონსტრაციები ისრაელში და ნეთანიაჰუს საგარეო პოლიტიკაპენტაგონის ინფორმაციით, წვრთნებში გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის 140-ზე მეტი თვითმფრინავი და ამერიკული ბირთვული ავიამზიდი „ჯორჯ ბუში“. ბოლო 17 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელში ასეთი მასშტაბისა და სტატუსის მქონე ამერიკული გემი ჩავიდა.
აშშ-ის ავიამზიდი ჯორჯ ჰ. ბუში:
სამხედრო გემი ჯორჯ ბუში (უფროსი) შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეათე და ბოლო "ნიმიცის" კლასის ბირთვული ავიამზიდია. გემს სახელი ამერიკის 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის საპატივცემულოდ დაარქვეს, რომელიც მანამდე მფრინავი იყო და მართავდა “ევენჯერის” ტიპის სამხედრო თვითმფრინავს. ჯორჯ ბუშის სახელობის ავიამზიდის მშენებლობა 2003 წელს დაიწყო და ის ამერიკის საზღვაო ძალებს გამოყენებისთვის 2009 წლის იანვარში გადაეცა.
ერთობლივი სამხედრო წვრთნები ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მის ფარგლებში ამერიკელმა და ისრაელელმა სამხედროებმა სხვადასხვა ტიპის ოპერაციები შეასრულეს, მათ შორის, შეტევითი და თავდაცვითი.
წვრთნებში გამოყენებული იყო უპილოტო საფრენი აპარატები, სტატეგიული ბომბამდშენები და რეაქტიული გამანადგურებლები. პენტაგონის ინფორმაციით ოთხი დღის განმავლობაში საერთო ჯამში 81646 კგ-მზე (180 000 ფაუნდი) საბრძოლო მასასლა გამოიყენეს.
ასევე ნახეთ: როგორ იცავს უკრაინა ცას რუსული რაკეტებისგან?„ამერიკასა და ისრაელს შორის სამხედრო პარტნიორობა უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე ყოფილა. პარტნიორობა იზრდება. წვრთნების განმავლობაში შესრულდა საზღვაო ოპერაციები, ურთულესი ფრენები. წვრთნები მიმდინაროებდა ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში“ - ამბობს ერიკ კურილა, ამერიკის ცენტრალური სარდლობის მეთაური.
წვრთნები 27 იანვარს დასრულდა და ის მიზნად ისახავდა აშშ-სა და ისრაელის სამხედროებს შორის უფრო მეტ ინტეგრაციას და თანამშრომლობის გაღრმავებას. ერთობლივი წვრთნები მაშინ გაიმართა, როცა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დაძაბულობა იზრდება.
ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ წვრთნების მიზანი რომელიმე კონკრეტული მოწინააღმდეგე არ ყოფილა.
Your browser doesn’t support HTML5