მას შემდეგ, რაც რუსეთმა გუშინ ღამით, უკრაინაში, მძინარე მოსახლეობა დაბომბა და შედეგად 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიევმა განაცხადა, რომ თითქმის ყველაფერია მზად სახმელეთო კონტრშეტევისთვის.
ომი ახალ ფაზაში გადადის. მას შემდეგ, რაც ზამთარში რუსებმა უკრაინელებს შეუტიეს და ომის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ბრძოლის შედეგად, მიწის უმნიშვნელო ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი, ახლა კონტრშეტევისთვის უკრაინელები ემზადებიან. კიევში ამბობენ, რომ ასობით ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობას დასავლეთმა გადასცა საომრად მზადაა.
"როგორც კი ღმერთის ნება იქნება, ამინდი და ჩვენი მეთაურები გადაწყვეტენ, [შეტევაზე] გადავალთ",- თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა.
ასევე ნახეთ: რუსეთი ამბობს, რომ არ გეგმავს ბირთვულ ესკალაციას, მაგრამ სხვებმა მისი მოთმინება არ უნდა გამოსცადონმისი თქმით, უკრაინა "ძალიან მაღალი პროცენტითაა" მზად, რომ კონტრშეტევა დაიწყოს. რეზნიკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასავლური ტექნიკა უკრაინული ჯარისთვის "რკინის მუჭის" ფუნქციას შეასრულებს.
უკრაინული ჯარის მზაობის პარალელურად, კი სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ რუსი სამხედროები სანგრებს თხრიან და მოსალოდნელი თავდასხმისთვის ემზადებიან.
ცოტა ხნის წინ, ამ თემასთან დაკავშირებით, განცხადება "ვაგნერის დაჯგუფების" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმაც გააკეთა და უკრაინულ შეტევას "გარდაუვალი" უწოდა. პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფება ბახმუტისთვის უკვე თვეებია იბრძვის, თუმცა, ამ ომის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და სასტიკი ბრძოლის მიუხედავად, ბახმუტსა და მის შემოგარენზე სრული კონტროლი რუსებს ჯერ ისევ არ აქვთ.