კულება: უკრაინას ნატოში გაწევრიანებისთვის მაპი აღარ დაჭირდება

ნატოს სამიტამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა მიაღწიეს კონსესუსს, რომ უკრაინას ნატოში სამოქმედო გეგმის, ე.წ. მაპის გარეშე მიიწვევენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ეს „ამოკლებს [უკრაინის] გზას ნატოსკენ“.

„ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ნატოს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსესუსს უკრაინის წევრობის გზიდან მაპის ამოღების შესახებ. მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრ გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას ნატოსკენ“, - წერს კულება "ტვიტერზე".

კულება შეთანხმების პირობებს არ აკონკრეტებს, თუმცა, აცხადებს, რომ მიესალმება გადაწყვეტილებას, რომელიც ნატოსკენ უკრაინის გზას შეამოკლებს.

ასევე ნახეთ: ევროკავშირი საბრძოლო მასალის წარმოებას ზრდის

ამ დრომდე ნატოს ოფიციალურ პირებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს განცხადება არ დაუდასტურებიათ. ალიანსის სამიტი ვილნიუსში სამშაბათს აიღებს სტარტს.

ალიანსმა ბოლო პერიოდშ მაპის მოთხოვნა ფინეთს და შვედეთს გაუუქმა. ფინეთი უკვე ალიანსის წევრია, შვედეთი კი თურქეთის წინააღმდეგობის დაძლევის შემთხვევაში, შესაძლოა ალიანსს უახლოეს პერიოდში შეუერთდეს.