კრემლის განცხადებით, მას არაფერი არ აქვს საერთო ამერიკაში მოღვაწე ჯაშუშების ქსელთან, რომელიც რუსეთში მაღალტექნოლოგიური სამხედრო აღჭურვილობის კონტრაბანდაშია ეჭვმიტანილი.
აშშ-მა 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები რუსეთიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიბაკოვმა განაცხადა, რომ აქტივობა არის კრიმინალური და მას დაზვერვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისიც დასძინა, რომ კრემლი საქმის გამოძიებით არის დაინტერესებული.
როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე, ეჭვმიტანილები ტეხასში ელექტრომოწყობილობათა ფირმაში ყალბი საბუთებით მუშაობდნენ. სწორედ აქედან ახორციელებდნენ ისინი კონტრბანდას. დაკავებულებს შორის არის ყაზახეთში დაბადებული ამერიკის მოქალაქე.
ჯაშუშების სკანდალი
აშშ-მა 11 ადამიანი, მათ შორის ეჭვმიტანილები რუსეთიდან, დააკავა