რუსული გაზეთი კომერსანტი აცხადებს, რომ ივნისში მომხდარი ჯაშუშების სკანდალი, რომლის შედეგადაც ამერიკაში რამდენიმე რუსი ჯაშუში დააკავეს, რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშშრომლის დახმარებით გამოაშკარავდა.
კომერსანტის სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკაში მომუშავე 10 რუსი ჯაშუშის ვინაობა ამერიკელ სამართალდამცვლებს ვინმე პოლკოვნიკმა შერბაკოვმა გაუმხილა.
კომერსანტში ისიცაა ნათქვამი, რომ ერთ-ერთი ჩინოვნიკის განცხადებით, რომლის ვინაობაც დასახელებული არ არის, შერბაკოვის მოსაკლავად უკვე გაგზავნილი იქნება დაქირავებული მკვლელი. შერბაკოვი რუსეთიდან ჯაშუშების დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოიქცა და ამერიკას შეაფარა თავი.
რუსეთის სადაზვერვო სამსამახურმა კომერსანტის სტატიაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.