მას შემდეგ, რაც „ჩრდილოეთის ნაკად1-ზე“ აფეთქება მოხდა, რამაც თავის დროზე რუსული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება შეამცირა, კრემლი ამბობს, რომ მომხდარის გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა უნდა მოხდეს.
მოსკოვის ახალი განცხადება დროში ემთხვევა ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტის, სეიმურ ჰერშის მოსაზრებას, რომ გაზსადენი, თეთრი სახლის დავალებით ამერიკელებმა ააფეთქეს.
ჟურნალისტი, რომელიც პულიცერის პრემიის ლაურეატია, ბლოგ პოსტში არ ასახელებს წყაროს და მოყვანილ მოსაზრებები არგუმენტებით
ასევე ნახეთ: პროკურორები: არსებობს „მძლავი ინდიკატორები“ რომ 2014 წელს უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება პუტინმა გასცაგამყარებული არ არის. ჰერშის მოსაზრებებს უარყოფენ თეთრ სახლში. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს „სრული ფიქციაა“. „სააგენტო როიტერმა“ სტატიაში მოყვანილი მოსაზრებების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.
გამომძიებელი ჟურნალისტის მოსაზრებებს „სისულელე“ უწოდეს ნორვეგიაშიც, რომლებმაც აფეთქების ადგილი თავად დაათვალიერეს.
პარალელურად კი კრემლის პრესსპიკერი ამბობს, რომ გამოქვეყნებული სტატიის შესწავლა უნდა მოხდეს და მედიაში მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს. „მსოფლიომ სიმართლე უნდა გაიგოს თუ ვინ ჩაიდინა დივერსიული აქტი,“- თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.