ოთხშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ თავისი ბირთვული დოქტრინის გადახედვის პროცესშია. ამის მიზეზი მოსკოვის განმარტებით ისაა, რომ შეერთებული შტატები და დასავლელი მოკავშირეები უკრაინაში ომის ესკალაციით რუსეთს ემუქრებოდნენ და მოსკოვის ლეგიტიმურ უსაფრთხოების ინტერესებს სრულად უგულებელყოფდნენ.
დოქტრინა ადგენს გარემოებებს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს მოსკოვმა ბირთვული იარაღი. რუსეთი, მსოფლიოს უდიდესი ბირთვული სახელმწიფოა. კრემლის პრეს-მდივანმა პესკოვმა, ამ თემაზე მოსკოვის დღემდე ყველაზე დეტალურ განმარტებაში, გადაწყვეტილება პირდაპირ დაუკავშირა „საფრთხეებს“, რომელიც დასავლეთმა შექმნა და შეერთებულ შტატებს, რომელმაც, მისი თქმით, ევროპაში ცივის ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურა დაანგრია.
ასევე ნახეთ: პესკოვი ადასტურებს, რომ რუსეთის ბირთვული დოქტრინა იცვლებაპესკოვმა თქვა, რომ დასავლეთმა რუსეთთან დიალოგზე უარი თქვა და მისი უსაფრთხოების ინტერესებზე თავდასხმის გზა აირჩია, იმავდროულად კი „უკრაინაში ცხელ ომს“ აღვივებს.
„ეს შეერთებული შტატებია, რომელიც დაძაბულობის პროცესის პროვოკაციას წარმართავს“, განაცხადა კრემლის პრეს-მდივანმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ ბირთვული დოქტრინის რევიზია ადრეულ სტადიაშია, მიმდინარე დაძაბულობების ანალიზს გულდასმით გააკეთებენ და ამით შეთავაზებული ცვლილებების საფუძველს ჩამოაყალიბებენ.
რუსეთის მოქმედი ბირთვული დოქტრინა, რომელიც 2020 წელს პუტინის ბრძანებულებით ამოქმედდა, აცხადებს, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი შეიძლება გამოიყენოს მტრის მხრიდან ბირთვული ან ჩვეულებრივი თავდასხმის შემთხვევაში, რომელიც სახელმწიფოს არსებობას საფრთხეს უქმნის.