პარასკევს, 5 ივლისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „იარს“ მობილური სარაკეტო სასტარტო სისტემებით წვრთნებს ატარებდა. ეს ერთ თვეზე ნაკლებ დროში ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბელარუსთან ერთად, ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების წვრთნები ჩაატარა.
სამინისტრომ თქვა, რომ „იარს“ რაკეტის სასტარტო სისტემების ეკიპაჟებს, სულ მცირე, ორ რეგიონში მიეცა დავალება გადაადგილებულიყო 100 კმ-ზე მეტ მანძილზე და სისტემის შენიღბვაში და გასაშვებად მომზადებაში ევარჯიშა.
სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მობილური სასტარტო სისტემის ტყის გზებით მანევრირებას, პოზიციის დაკავებას და შესანიღბი ბადით მის დაფარვას აჩვენებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ახლო მომავალში მსგავს წვრთნებს სხვა სარაკეტო დანაყოფებიც ჩაატარებენ.
ივნისში, მას შემდეგ რაც მოსკოვმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებისგან მომდინარე საფრთხე არსებობდა, რუსეთმა ბელარუსთან ერთად ტაქტიკური ბირთვული იარაღით წვრთნები ჩაატარა.
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში გასამარჯვებლად მოსკოვს ბირთვული იარაღის გამოყენება არ სჭირდებოდა, მაგრამ იქვე დაამატა, რომ ქვეყნის ბირთვული დოქტრინაში ცვლილებების შეტანას არ გამორიცხავს.